ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი ფაქტორია შიდა დემოკრატია, რომლის მკაფიო გამოვლინებაა როტაციული პრინციპი, საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებისას აღნიშნა.

ღარიბაშვილის თქმით, „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“.

„მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც გუნდთან ერთად მივაღწიეთ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი პრემიერად, მაგრამ ვარჩიე, ახლა დამეტოვებინა თანამდებობა