ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა

საკმაოდ დატვირთული, რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა ყველას ერთად, რაც დაგვირგვინდა გამორჩეული, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით; 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის გზას, ნატოს გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სურს არც არეულობა.
„პირიქით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ჩვენ ყველამ მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა უნდა მივმართოთ განვითარებაზე, კეთილდღეობის მოტანაზე ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს, მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას