ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება

ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია.

„მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ლეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დამწუხრებით გაკეთებული განცხადებები, რომ ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მეგობრებო, დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო სააკაშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს