ირაკლი ღარიბაშვილი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაცმოძრაობაში” დაბრუნდა – “ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას”
შემდეგი სტატიანიკა მელია – ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ სხდებიან