ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავას სასახლეში გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიება, რომელზეც ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მეთაურები და დელეგატები იყვნენ მიწვეული, ბრატისლავას სასახლეში გაიმართა.

დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთის და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში, უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა გადასცა.

დღეს ჯილდო ასევე გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს, ბრიგადის გენერალს კარელ ჟეჰკას.

GLOBSEC 2022 დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, ფორუმის დელეგატებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს
შემდეგი სტატიაომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან – სტოლტენბერგი ბაიდენთან საუბრის შემდეგ