ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მაგალითი დროული მოსვლით და დროული წასვლით

ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატება უსურვა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თანამებრძოლებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა მის მეუღლეს გადაუხადა.
“პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს მათი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის. ყველას, ვინც ჩემთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს ნუნიკას. ასევე ჩემს შვილებს – ნიკოლოზს, ანდრიასა და გაბრიელს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ნადვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე – ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა და სამაგალითო უწოდა ექსპრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გადადგა უპრეცენდტო ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა მან შექმნა მაგალითი, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის თანამდებობა იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერობა, არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ეს არის საშუალება, რომ ქვეყანას ვემსახურო. ეს არის პოლიტკური მრწამსი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები დროებითია, მარადიულია უფალი და სამშობლო. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ქვეყნის საშიანოა და საგარეო მიმართულებები, წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ პრემიერს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეთგულ თანამებროძლებს, ყველას ვინც ჩვენთან ერთად სასიკეთო საქმე გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს და შვილებს. ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი, საქმე ასეთი შემართებით მეკეთებინა. ჩემი ოცნება იყო არის და იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის მოვალეობას გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის თანამდებობა ან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი