ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ანტიეროვნული ძალა სააკაშვილის მეთაურობით, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი

ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში, ეს ერთი; მეორე, რაც მინდა ვთქვა – ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს ხელისუფლების შეცვლაში.

„ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ, რომ ისევ სააკაშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ და ომის პარტიას, მოღალატეების და გამყიდველების პარტიას და მათ ასე ვთქვათ პარტნიორებს ვუთხრა, ომის ნაცვლად მიიღებენ დიდ შენებას საქართველოში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის