ირაკლი ღარიბაშვილი- ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო

ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერ საკითხზე ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში.

„მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. თქვენ კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მე მგონი არაეთკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერ საკითხზე, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები. მათ დეტალურად ავუხსენი, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში
შემდეგი სტატიაპრემიერი- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან სწორ ნაბიჯებს ვდგამთ