ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გაემგზავრება.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერის ბათუმში გამგზავრება 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას უკავშირდება.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, – აცხადებს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიმირანდა მესხი ბიულეტენებში იქექება
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება რუსთავის ციხესთან – ზვიად კუპრავა დააკავეს