ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში, არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაზურაბ პატარაძე – ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები