ირაკლი ღარიბაშვილი- “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი

“აწარმოე საქართველოში”,
“დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ღებულობენ სოციალურ დახმარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა შეძლოს და წარმოების განვითარება და ბაღების და ფერმების გაშენება დაიწყოს.

“შემთხვევით არ მიხსენებია პროგრამები, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს აგროკრედიტები, პროგრამები, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ ბატონი ივანიშვილის პრემიერობის დროს, შემდეგ “აწარმოე საქართველოში”,
“დანერგე მომავალი”, უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. ჩვემ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, ეს პროგრამები კარგად გავაგებინოთ, უფრო მეტად გავაფართოვოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ღებულობენ სოციალურ დახმარებას. ისინიც უნდა ჩავრთოთ. პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება მივაჩვიოთ ისინი რეალურ წარმოებაში დასაქმებას. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს და დაიწყოს წარმოების განვითარება, ბაღების, ფერმების გაშენება და აშ.. საქმე, რომელიც დოვლათს შექმნის და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ
შემდეგი სტატია“მადლობა, მიშა!”-წარწერები ზუგდიდში