ირაკლი ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს – ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი

ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის ედავება საქართველოს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს.

პრემიერის თქმით, ხაზარაძე არის ნათელი მაგალითი, ოლიგარქობის მსურველი ბიზნემენისა.

ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ანა ნაცვლიშვილი. მამუკა ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, რადგან ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი აქვს დღეის მდგომარეობით დახარჯული. ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ეს ხართ თქვენ. ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი. ეს არის ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი ბიზნესმენისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ვალის გადახდა 2034 წლამდე გადაუვადა
შემდეგი სტატიაპრემიერი ლევან ხაბეიშვილს – ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ