ირაკლი ღარიბაშვილი – ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება

მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა, ისინი გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არ არის საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია. ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი, რომელზეც ვფიქრობ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ალი უზდენოვზე – აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს, მინდა, კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს რაიმე შედეგი დადგა? ნული; მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე – არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები