ირაკლი ღარიბაშვილი ახლად არჩეულ მერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად არჩეულ მერებს ხვდება. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებთან.

კანცელარიაში უკვე მოვიდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებს ესწრებიან მხარის რწმუნებულებიც.

შეხვედრები ასევე გაიმართება შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებთან.

შეხვედრებს, დედაქალაქის გარდა, თვითმმართველი ქალაქის მერებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა