ირაკლი ღარიბაშვილი – 21-ე საუკუნეში, სირცხვილი და დანაშაულია, როცა ჩვენს ქალაქებს და მოსახლეობას არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება, ჩემი დავალებით, შემუშავებულია გეგმა, 2024-2025 წლებში ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება

21-ე საუკუნეში, სირცხვილი და დანაშაულია, როცა ჩვენს ქალაქებს და მოსახლეობას არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ჩემი დავალებით, შემუშავებულია გეგმა, 2024-2025 წლებში ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობის პრობლემაა, რომლის გადაჭრა მთავრობის საზრუნავია.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ამაზე ილაპარაკონ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები დროულად, 3 ათას სოფელს დღეს არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი. ეს ხომ პრობლემაა? ეს ჩვენი მოსახლეობის პრობლემაა. ამიტომ, მე, როგორც პრემიერ-მინისტრს და ჩვენ, მთავრობას, გვაქვს უამრავი საზრუნავი და საფიქრალი. ეს არის კონკრეტული პრობლემები და მათი გამოსავლის და გადაჭრის გზები“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატის არ მჯერა (video)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- მედიკამენტების ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით და გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს იმისთვის, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან