ირაკლი ღარიბაშვილი – 2017 წელს, ჩვენი ინიციატივით კონსტიტუციაში ჩაიწერა, და დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია

2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია და არ ვთვლი საჭიროდ, ზედმეტი განმარტებები გავაკეთო და თავის მართლება დავიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე.

„ 2008 წლამდე, ჩვენ კარგად გვახსოვს, რამხელა მოლოდინი შექმნეს, ცრუ მოლოდინი გაუჩინეს მოქალაქეებს, თითქოს საქართველო მიიღებდა მაპს. ჩვენ ამდენი რამ ჩამოვთვალეთ – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ესენი ვერც იოცნებებდნენ უბრალოდ. მაპი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? რა თქმა უნდა არ გაქვთ, არც იცით, რა უნდა უპასუხოთ ხალხს. მაპის არ მინიჭების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დამანგრეველი ომი და რუსული ჯარის შემობრუნება საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე და რეალურად, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი გახდა შეუქცევადი. მათ შორის, 2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია და არ ვთვლი საჭიროდ, ზედმეტი განმარტებები გავაკეთო და თავის მართლება დავიწყო“, – განაცხადა პრემიერმა.

წინა სტატიაშიკარგია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ უფრო პრინციპული იქნება, ქვეყნისთვის სჯობს, მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტო არ იყოს დაძლეული – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაუნდა შევასრულოთ დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – პერესი