ირაკლი ღარიბაშვილი – 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ

11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება.

ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ.

საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა მებონია: გელაზე ზეწოლა მხოლოდ დასაწყისია
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ