გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ირაკლი ეძგვერაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში სავარაუდოდ, დღესაც დარჩება.
„დაზიანებები აღმენიშნება თავის, სახის და მხრების არეში. გულისრევის შეგრძნება მაქვს. დღეს უფრო ვერ ვარ კარგად. ანალიზები ამიღეს, ტომოგრაფია, რენტგენი გადამიღეს. როგორც ვატყობ, კლინიკიდან დღეს არ გამწერენ“, – განაცხადა ეძგვერაძემ.
მან ასევე ისაუბრა თავდასხმის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მასში დაახლოებით, 40 პირი მონაწილეობა.
„ალბათ, 40ზე მეტი ადამიანი მოვარდა, კორპუსთან ეზოში დიდი ოთახი მაქვს მოწყობილი, სადაც დაანგრიეს ყველაფერი. ფეხბურთელი კახა ალადაშვილი ჩემი მეგობარია, მოწყობილი გვაქვს სივრცე, სადაც ბავშვებს ავარჯიშებს და ეს დაანგრიეს. ჰანტელები დაგვარტყეს, კარადა და ყველაფერი დაამტვრიეს. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“, -განაცხადა ეძგვერაძემ.