3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს”

“ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს.  თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო. ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს. რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო. დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ”,_ თქვა “ნეტგაზეთის” ინფორმაციით,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას საქმის მოწმემ, ჯემალ ზანდარაძემ.

მკვლელობა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალის შორის მდებარე ტერიტორიაზე 2025 წლის 3 ივნისს მოხდა. ავტომობილში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იქნება ახლა მაინც მიხვდეთ თუ რისთვის სჭირდება ივანიშვილს “იმედი” და სხვა ჯიბის არხები
შემდეგი სტატიაილიაუნის პროფესორები: შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები