19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ირაკლი დგებუაძემ დაიკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ ავრცელებს.

ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ფიგურირებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას ბათუმის პოლიციის შენობაში არაადამიანურად მოექცა. ჟურნალისტი ამბობს, რომ დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. მიუხედავად საჯარო განცხადებისა, დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშიReuters: სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიამედია: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 40%-მდე მწყობრიდან გამოიყვანეს