25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: მრავალშვილიანის სტატუსი 4-ის ნაცვლად 3-შვილიან ოჯახებს უნდა მიენიჭოთ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ქვეყნის დემოგრაფიულ კრიზისზე ისაუბრა და ხელისუფლება არასაკმარის სოციალურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

დათუნაშვილის თქმით, მრავალშვილიანი ოჯახების ჯამური ყოველთვიური დახმარება (კომუნალური და მუნიციპალური) 80 ლარს არ აღემატება, რაც კრიზისს ვერ აჩერებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას 6500-ით გადააჭარბა.

ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, რომ მრავალშვილიანად ჩაითვალოს ოჯახი მესამე შვილის ყოლისთანავე, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიების ოდენობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე გაათმაგდეს.

banner
წინა სტატიაში“ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
შემდეგი სტატია“გონების დაკარგვა სახუმარო ამბავი არაა, რატომ არ შევარდა ეთერში მშობელი?!” — თეა წულუკიანი