ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია

ენმ-მ პარტიიდან ირაკლი ჩხვირკიას გარიცხვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გარიცხვის მიზეზად მის მიერ პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადებების გაკეთებაა დასახელებული.

“პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც ახლაც გრძელდება და არ გამოხატავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო და არის. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია,” – ნათქვმია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი2-ის” საქმეზე ხელისუფლებას აქვს მეორე გზა,წავიდეს რუსული სცენარით- დავით ჯანდიერი
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ბენდუქიძის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა სოევრაზმს იმ დღეს ბათუმში,ის დღეს თქვენი გმირია!