8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.

კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთანაც გამართა. საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმომსახურების სააგენტო ₾13,6 მლნ ლარის სანომრე ნიშნების ფირფიტებს ყიდულობს
შემდეგი სტატია„უნგრეთის სცენარისგან“ თავის დასაცავად ევროკავშირი გაწევრიანების გამკაცრებულ წესებს ამუშავებს