ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხდადა, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.

„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშლებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 9 პირი გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიასწრაფი ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა და გამოყენებაში ზეგ ჩაეშვება