ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭითაწყარის, რიყისა და ნაწულუკუს მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში და ე. წ. მეფრინველოების დასახლებაში, სადაც უმეტესად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გაუსაძლისს ხდიდა იქ ცხოვრებას. მოწესრიგდა გზებიც.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მშობლიურ სახლში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ექნება საკუთარი საცხოვრებელი. ამას თითოეულ მათგანს ვპირდები“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჭითაწყარში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი რიყესა და ნაწულუკუში იმყოფებოდა.

,,რიყეში მიმდინარეობს 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას მოუგვარებს. სხვა სოფლების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ნაწულუკუშიც“-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს, ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები – ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიროდის არ არის კოვიდინფიცირებული პირი გადამდები ?
შემდეგი სტატიახვალ “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე ბრიფინგს გამართავს