ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები დაიწყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2020 22:35

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები დაიწყო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრები ხერგიანის ქუჩაზე გამართა.

,,დღის ბოლოს მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები ხერგიანის ქუჩაზე გავმართეთ. ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი. ამ ტიპის შეხვედრები მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ უკეთ გავიცნო მოსახლეობის ინტერესები და ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ. ამ საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებაზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებ“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2020 22:35