ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქალაქ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე ევროპის საბჭოში მალტის, ესპანეთის, თურქეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და აზერბაიჯანის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს.

კომიტეტში განხილულ საკითხებთან ერთად, მნიშნველოვანი იყო ქვეკომიტეტის „კონფლიქტები ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის“ განახლებული წესდების დამტკიცება, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგად, რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციიდან გარიცხვით. რუსეთის ფედერაციის გარიცხვას საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა 2022 წლის 15 მარტს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის საფუძველზე, 28 აპრილს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები და დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსები გამოაცხადა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა