ირაკლი ჩიქოვანი:ჩემს მშობლიურ ზუგდიდს, ზუგდიდის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას

chiqovani“ჩემს მშობლიურ ზუგდიდს, ზუგდიდის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას. ეს არის დიდი დღესასწაული, როცა ჩვენ, თითოეული მოქალაქე, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მომლოცველები კრძალვით და მოთმინებით ველოდებით უდიდესი სიწმინდეების გამობრძანებას. არ არის შემთხვევითი, რომ სიწმინდეები ჩვენს ქალაქში, ზუგდიდში ინახება – დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა. სწორედ, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ სიწმინდეების მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება.
გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანმა სამოსელმა დაგვიცვას და დაგვიფაროს!”

ირაკლი ჩიქოვანი ვლაქერნობის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს მეუღლესთან და თანაგუნდელებთან ერთად დაესწრო.

banner
წინა სტატიაში„დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ღია კარის დღე ტექნოპარკში
შემდეგი სტატიანიცაში ოთხ ქართველს ეძებენ