ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მოსახლეობას მიმართავს

ორთვიანი კამპანია დავასრულეთ, მიუხედავად პანდემიისა, რეკომენდაციების დაცვით 130-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ, მოქალაქეებს მაქსიმალურად გავაცანით ჩვენი პროგრამა. გვქონდა საუბრები მიღწევებზე, რაც გვაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების თვალსაზრისით, იმ დიდ მიღწევებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ.

მოგმართავთ კიდევ ერთხელ, ყველანი მობრძანდით არჩევნებზე და ორივე ბიულეტენზე შემოხაზეთ 41, ვინაიდან ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთადერთი გარანტი დღეს „ქართული ოცნებაა“.

ირაკლი ჩიქოვანი

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: “ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში