ირაკლი ჩიქოვანი: ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 15:21

ირაკლი ჩიქოვანი: ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა და ფოთოს, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ეროვნული გმირების ბიუსტები შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია არიან მაგალითის მიმცემი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა და გიყვარდეს სამშობლო.

მიხარია, რომ გენო ადამიას დღეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომს ჰყავს უამრავი გმირი, რომელთა ისტორიები ჯერ კიდევ უცნობია” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 15:21