ირაკლი ჩიქოვანი – უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდგება

უახლოეს პერიოდში აღდგება შიდა ფრენები, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და მარტივად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომელიც დაშორებულია დედაქალაქიდან ან მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ შიდა ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად მიიღო.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ ასევე შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან იქნება დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშისაცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ივლისში ავიარეისები ვარშავადან, ბარსელონადან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან შესრულდება