ირაკლი ჩიქოვანი – TANAP-ის პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომლითაც აკავშირებს აზიას და ევროპას

რა თქმა უნდა, ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში.

„დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო TANAP-ის პროექტის ინაუგურაციას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია თავისი როლი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან და ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავროებეს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა
შემდეგი სტატიაჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში, ეს არის სიმართლე