ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2020 21:54

ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ჩიქოვანი - შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

სხვა სტატიები

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, დევნილ მებრძოლებს, ვეტერანებს შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლი ფასდაუდებელია და მათ განსკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, ვეტერანების მხარდასაჭერად, სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა ვეტერანებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

,,ემოციური შეხვედრა გვქონდა, საინტერესო საუბარი შედგა, ბევრ თემას შევეხეთ, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ომის სიმძიმეზე. შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს. მართალია, ვეტერანების მხარდასაჭერად ბოლო წლებში სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს შესაძლებლობები და კონკრეტული გეგმები, რაზეც შეხვედრაზე ვიმსჯელეთ. განვიხილეთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად იგრძნონ და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამისთვის, – ჩვენს ვეტერანებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2020 21:54