ირაკლი ჩიქოვანი: საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

,,ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს იგრძნობა ყველაზე უკეთ ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რაც დიდ სტიმულს აჩენს ჩემში. მათი მოსაზრებებისა და იდეების მოსმენა მეხმარება ზუსტად განვსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ჩემი სამომავლო გეგმა და რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება ჩემი შემდგომი მუშაობისას. საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია – ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა ჩავერთოთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ყველა ხედავს, რა კეთდება ზუგდიდში, ერთობლივი ძალებით ჩვენ ეს საერთო საქმე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ზუგდიდი უნდა ვაქციოთ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტად. ჩემთვის პარლამენტარობა სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქიდან ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელისთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მომეცემა“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაპატიო თბილისელის წოდება პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ქართველ ექიმს და მწერალ გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა
შემდეგი სტატიაშსს განცხადებას ავრცელებს-ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს-