ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ენგურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა, სადაც ორი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,თამარ მეფის ქუჩა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, წლების განმავლობაში ავარიული იყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, დღეს სრულად რეაბილიტირებულია და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მოწესრიგებულია ტროტუარები და სანიაღვრე არხები. გასულ წელს ასევე მოვაწყვეთ ეზოები და სათამაშო მოედნები”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მერაბ ქვარაიასთან და ედიშერ თოლორაიასთან ერთად 9 მაისის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა.

,,შეხვედრები განახლებულ დინამიკაში გადადის, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აზრების ურთიერთგაცვლა, ვსაუბრობთ და ვაფასებთ იმ შედეგებს რაც უკვე გვაქვს მიღწეული და რა თმა უნდა გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ ის პროგრესი რაც ზუგდიდში არსებობს, ასევე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა