ირაკლი ჩიქოვანი: მთავარი არის ის, რომ ყველა მძევალის სიცოცხლე იყოს დაცული

“მთავარი არის ის, რომ ყველა მძევალის სიცოცხლე იყოს დაცული და არანაირი საფრთხე არ მიადგეს მათ, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ თითოეულნა ჩვენთაგანმა ნებისმიერმა წევრმა ჩვენი საზოგადოების მივცეთ საშუალება სამართალდამცავებს ჩაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ამ ვითარებაში-ამის შესახებ განცხადება ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

“ისინი მოქმედებენ კონკრეტული გეგმის შესაბამისად და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება უმსხვერპლოდ და ყველანაირი პრობლემის გარეშე, მაგრამ აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ როდესაც აქ ჩვენ ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები საკუთარი ქულების დაწერას ამ ყველაფერზე, ამას არაფერი არ ქვია გარდა პოლიტიკური მოროდიორობისა, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ მედიის წარმომადგენლებსაც ვინაიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, როგორ გადაიცემა პირდაპირ ეთერში, როგორ მიმდინარეობს ასე ვთქვათ პროცესი და ის, რომ პირდაპირ ეთერში ვხედავთ ჩვენ, რომ თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან ეს არის აბსოლიტურად მიუღებელი და ამის შეფასება რა თქმა უნდა შემდგომი საკითხია ამაზე ეხლა დღეს არ ვისაუბრებ”-აცხადებს ჩიქოვანი.

“კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს მთავარი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ჩააატარონ მათვის დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისად ყველანაირი ღონისძიებები ჩაატარონ. მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებები როგორც ჩემთვის ცნობილია , დეტალებზე ჩემთვის ცნობილი არ არის სამართალ დამცავების სპეცოპერაციაა იმედს ვიტოვებთ რომ ყველაფერი დამთავრდება წარმატებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის ისეთი შემთხვევა ისეთი ვითარება როდესაც არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს იმისათვის რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ამას თუ ვინმე აკეთებს ეს არის ჩვეულებრივი მარადიორობა ამის ფაქტებიც ვნახე.გიგი უგულავას რა გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში ცნობილია და გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ზუგდიდში გიგი უგულავა ნამდვილად არ დაგვჭირდება არიან სამართალდამცავები არიან პროფესიონალები თავიან საქმეს შეასრულებენ”,-აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გამოცემები ზუგდიდის სპეცოპერაციას აშუქებენ