ირაკლი ჩიქოვანი – მსოფლიო სოლიდარობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია კოვიდის ფონდში, ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არის ნომერი ერთი მსოფლიოში სულ მოსახლეზე

მსოფლიომ კოვიდ-19-ის პირობებში ნახა სოლიდარობის ძალიან ბევრი ფაქტი. ამ სოლიდარობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია კოვიდის ფონდში, ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არის ნომერი ერთი მსოფლიოში სულ მოსახლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას, საერთაშორისო მედიაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენას და აღნიშნა, რომ როდესაც ცალკეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ ფორმით, ელაპარაკებიან თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შეურაცხყოფას აყენებენ.

„ეს დაიწერა, ფაქტის კონსტატაცია მოხდა და ამის შემდეგ მივიღეთ, რომ „არა, ეს ასე არ არის“ და სხვა მეტი არგუმენტი არ იყო. გასაგებია, რომ ეს მათი პოზიციაა და ყოველთვის მათი პოზიცია იქნება, მაგრამ უბრალოდ აბსურდია, რომ რაღაც ფაქტზე თქვა, რომ ეს ტყუილია. არასწორია და მე მგონია, რომ საკუთარ ამომრჩეველთან, ვისაც ელაპარაკებიან საზოგადოებას, ასეთი ფორმით რომ ელაპარაკებიან, უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ და ეუბნებიან, რომ შენ მე რითაც აგიხვევ თვალს, ეს უნდა იყოს შენთვის რეალობა.

ნუთუ არ შეიძლება, რომ იყო ამაყი იმით, რომ შენს ქვეყანას აქვს შედეგი და პოზიტივი კოვიდთან ბრძოლაში და შენს ქვეყანაში არის სოლიდარობის ნომერი ერთი ფაქტი მსოფლიოში? ეს გულშემატკივრობის საკითხია, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პოლუსზე ვართ, რომ უბრალოდ ვგულშემატკივრობთ ამ ქვეყანას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილანთროპია ხომ თავისი არსით პოზიტიური და ჰუმანური აქტია და ამ პოზიტიურ და ჰუმანურ აქტში შენ ეძებ ეშმაკს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით, რომ შეგვექმნა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ისეთი პაკეტი, რომელიც იქნებოდა ადეკვატური ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნებისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც – ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება გახსნილი შესაძლებლობები და საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ტრაქეტორიას, რომელიც ჰქონდა