ირაკლი ჩიქოვანი: „მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც ზუგდიდში ვიხილეთ“

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს კითხვით მიმართა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მის თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო. მე როგორც ზუგდიდის მაჟორიტარმა არ შემიძლია არ შევეხო იმ ცნობილ ყაჩაღობას, რომელიც ზუგდიდში მოხდა არჩევნების წინ. მე ვარ უშუალოდ თვითმხილველი პოლიტიკურმა ოპონენტებმა თუ როგორ გამოიყენეს ეს ყველაფერი პოლიტიკური ისტერიისათვის. აბსოლიტურად სრული პოლიტიკური სიბეცეა გამოვლენილი ამ თემასთან მიმართებაში,როგორც მაშინ ასევე დღეს, უბრალოდ მინდა კომენტარი გთხოვოთ ამ თემასთან დაკავშირებით სად ვართ? რა მიმდინარეობაა ამ თემასთან მიმართებაში და მინდა ხაზი გავუსვა ამ ტრიბუნიდანაც იმ მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებამ გამოიჩინეს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის წევრი ასევე დაინტერესდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღჭურვის ცვლილებას და მათ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

„ყველასათვის გასაგებია და კარგად გვესმის რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ტვირთი ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა თანმიმდებრულად ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მე მაინტერესებს რა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ დავგეგმოთ და შესაბამისად ვთქვათ, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები მიუახლოვდებიან აღჭურვილობის ნაწილში ჩვენს პარტნიორებს და ალიანსის წევრებს. მაინტერესებს თქვენ სად ხედავთ ამ ყველაფრის განვითარებას და ამისთვისთვის უპირობოთ მინდა გითხრათ რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ყველა წევრი გვერდში დაგიდგებათ ამ საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მოსახლეობა ხურმის ჩირის გაყიდვას ვერ ახერხებს
შემდეგი სტატიაგომელაური: მაქსიმ შევჩენკო საქართველოში კანონის დარღვევით არ შემოსულა-6 წლის შემდეგ საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს