ირაკლი ჩიქოვანი მიმართვას ავრცელებს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატის ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიას აჯამებს და მიმართვას ავრცელებს:

,,ძვირფასო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დასრულდა. კამპანიის პირობებში ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, გვქონდა საუბრები ჩვენს დიდ მიღწევებზე, რაც გვაქვს ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, იმ დიდ მიღწევებიზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ.

მე დარწმუნებული ვარ, თქვენ მოხვალთ საარჩევნო უბნებში და გააკეთებთ არჩევანს, არჩევანს, რომელიც მიმართულია ზუგდიდის წარმატებისთვის, ზუგდიდის უფრო მეტი განვითარებისთვის და დამიჭერთ მხარს მე, ირაკლი ჩიქოვანს, როგორც თქვენს მეგობარს, თქვენს თანაქალაქელს, როგორც თქვენს შვილს, მეზობელს ან ახლობელს, როგორც თქვენს ყოფილ მოსწავლეს ან ადამიანს, რომელთან ერთადაც ზუგდიდში არაერთხელ გაგივლიათ.

ჩემო კარგებო, ჩვენ წინაშე დგას არჩევანი, მივცემთ თუ არა საშუალებას ჩვენს ქვეყანას, კვლავაც გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ დავბრუნდებით იმ წარსულში, რომელიც ჩვენ, ზუგდიდელებს ძალიან მწარედ გვახსოვს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ დამიჭერთ მხარს მე, ირაკლი ჩიქოვანს და, რა თქმა უნდა, დაუჭერთ მხარს ჩვენს მთლიან გუნდს, ,,ქართულ ოცნებას“, ვინაიდან იმისთვის, რომ ყველა იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული, სჭირდება ერთობლივი გუნდური ძალისხმევა და ეს გუნდი არის ,,ქართული ოცნების“ გუნდი.
მოგმართავთ კიდევ ერთხელ, ყველანი მობრძანდეთ არჩევნებზე და ორივე ბიულეტენზე შემოვხაზოთ 41.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან ძლიერი არჩევანი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ზუგდიდი და ზუგდიდელები ხმას აძლევენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

კვლავ ერთად ზუგდიდის და საქართველოს წარმატებისთვის!“ – აცხადებს ირაკლი ჩქიოვანი.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამელია კობახიძეს: ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ