ირაკლი ჩიქოვანი – მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად

საზოგადოებაში არის სრული გაგება, ამ ვითარებასთან მიმართებით. არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა, მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.

banner
წინა სტატიაშიმღვდელი გიორგი წეროძე: გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში
შემდეგი სტატიაფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფქციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს