ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ დანაშაულის გამოვლენა მომავალში მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან. ფაქტია, კიბერდანაშაული წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად თანამედროვე მსოფლიო. ჩვენი სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა დაცული იყოს ამგვარი შეტევებისგან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ამოცანაა ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით
შემდეგი სტატიაპენტაგონი – ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ