ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის პირველ უბანზე ხმა მისცა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

„ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელსაც ახლა ადგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვას და იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს. ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქ და ეს განახლება უნდა გაგრძელდეს ზუგდიდში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კვლავ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის მხოლოდ პროვოკაცია და არეულობა.

„პროვოკაციებზე სამწუხარო რეალოობაა დღეს. კვლავაც არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის მხოლოდ პროვოკაცია და არეულობა. ეს არის რეალობა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, ისინი ვერაფერს შეძლებენ. მათ შედეგი არ ექნებათ. ჩვენ ზუგდიდში გავაკეთებთ მშვიდ არჩევანს, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა დაინახავს, რომ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას“ და მაჟორიტარ კანდიდატს აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა. ამასთან, მეორე ტურს არ ველოდები თუმცა მაქვს ღრმა რწმენა, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ, შევძლებთ ამ საარჩევნო რეჟიმის დასრულებას დღესვე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 პირი არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მე, პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს