ირაკლი ჩიქოვანი გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენას დაესწრო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდა მხატვრის გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენას გაეცნო.

,,დღის ბოლოს უნიჭიერესი, ახალგაზრდა მხატვარის გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენას დავესწარი. 15 წლის გიგის უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, გარდა ხატვისა, ის ძერწავს და ქაღალდისგან საინტერესო სათამაშოებს აკეთებს. გიგი თავის სამომავლო გეგმებზე მესაუბრა, ნამდვილად შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს, მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეს არის ბანდიტური სახელმწიფო