ირაკლი ჩიქოვანი – ეს გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფა შეძლოს ყველა იმ ადამიანის, ვინც ჰოსპიტალში მოხვდება

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად და სრულფასოვნად იზიარებდა იმ რეკომენდაციას, რომელიც იყო სახელმწიფოს და ეპიდემიოლოგების მხრიდან გაცემული. თუმცა, ჩვენ ვხედავდით, რომ მობილურობა იყო ძალიან მაღალი და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკური ვითარების მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების ერთადერთი პრაქტიკა, რაც მსოფლიოშია, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცია დაცვაა.

„ლოგიკას ვცილდებით, როდესაც მსუბუქი ავტომობილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც მთავრი რეკომენდაციაა დავრჩეთ სახლში. სახლში, რომ დავრჩეთ ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რომელიც აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს რეკომენდაციები არ არის ვინმე პოლიტიკოსის მიერ მოფიქრებული რეკომენდაცია, ეს არის სამწუხაროდ ის ერთადერთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში, რომ მოვახდინოთ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია ერთმანეთისგან და არ გავიდეთ სახლიდან, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად და სრულფასოვნად იზიარებდა იმ რეკომენდაციას, რომელიც იყო სახელმწიფოს და ეპიდემიოლოგების მხრიდან გაცემული. თუმცა, ჩვენ ვხედავდით, რომ მობილურობა იყო ძალიან მაღალი და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკური ვითარების მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები.

რატომ გვინდა ჩვენ პიკის შენელება, რატომ გვინდა ჩვენ პიკს მივაღწიოთ პლატოსებრი მრუდით, იმიტომ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ექიმებმა, რომლებიც დღეს 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ, მათთვის მადლობის თქმა სწორედ იმით შეგვიძლია, რომ რაც უფრო ნაკლები გადაადგილებით ვიქნებით დაკავებული, რაც უფრო ნაკლები ჩვენთაგანი დაავადდება იმიტომ, რომ მათ ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფა შეძლონ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჰოსპიტალში მოხვდება, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს
შემდეგი სტატიასამეგრელოს, გურიისა და აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამეტის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს