ირაკლი ჩიქოვანი – დარწმუნებული ვარ, არსებული მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას აქტიურად განაგრძოს. ის დღეს სამეგრელოს მოქალაქეებს რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.

,,შეხვედრები ჩატარებული გვაქვს ზუგდიდის პრაქტიკულად ყველა უბანსა და ადმინისტრაციულ ერთეულში. შევეცადეთ თითოეული ზუგდიდელისთვის მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ჩვენი პროგრამა, გეგმები, მიღწეული შედეგები. ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ შეხვედრებს, კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებთან კომუნიკაციას. დარწმუნებული ვარ, არსებულ მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ“- განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღესვე ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას ანაკლიაში შეხვდა, ჩიქოვანმა დღესვე შეხვედრა საზოგადოება ,,ზუგდიდელთან“ გამართა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“ პოსტს ავრცელებს – „ნეტავ, რა უხარიათ?!“