ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში.

კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებმა ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენ თითო ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, ზუგდიდი ნამდვილად დგას განვითარების გზაზე და ამას სჭირდება მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით. ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: კარგად მესმის რას განიცდის დღეს თითოეული პოლიციელი, მათი ღირსების საკითხია, დადონ ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან
შემდეგი სტატიაგანცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოსდაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით