ირაკლი ჩიქიოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2020 20:28

ირაკლი ჩიქიოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ხურჩასა და კოკში ვიმყოფებოდით. აქაურმა მოსახლეობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, ისინი ამ სიმძიმეს დღემდე გრძნობენ.
მიხარია, რომ ორივე სოფელი ძალიან მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია. ხურჩაში გასულ წელს ახალი ამბულატორია ავაშენეთ და მოსახლეობას წლების პრობლემა მოუგვარდა. სოფლებს ერთმანეთთან ბეტონის გზა აკავშირებს და, რაც მთავარია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია“ განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

სოფელ კოკის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სოფელ ახალკახათში შეხვდა:

,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა ოქტომბერი-ახალკახათის დამაკავშირებელი გზა, ტენდერი გამოცხადებულია და იწყება კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო, ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გავსალია დაესწრნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2020 20:28