15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირაკლი ჭეიშვილი: “ოპოზიციური ალიანსი” არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაიშლება, ჩვენც, მათ დავეხმარებით დაშლაში

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკაში იქნება, ოპოზიციის ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს.

გარდა ამისა, ჭეიშვილის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსი“ შენარჩუნდება თუ არა, შედეგი იქნება ერთი, ვფიქრობ ისინი არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. შესაბამისად, ჩვენც, მათ 2028 წლის არჩევნებში დავეხმარებით დაშლაში”.

„ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იქნება ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციაში, ვფიქრობ, მათი ერთობა დიდხანს ვერ გასტანს. ზუსტად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრობლემა არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ, მთელი ჩვენი ქვეყნის და ერის. ყველას კარგად გვახსოვს 9 წლის განმავლობაში რა დღეში ამყოფებდნენ ქართველ ხალხს, ქვეყანას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე დიდი აქტორი და პრობლემა ზოგადად არა ოპოზიციის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის შესასვლელში
შემდეგი სტატიაიურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა საფრთხეშია- “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი”