23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ირაკლი ჭეიშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი

„ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რითაც დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალური არ იყო.

„ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ თურმე იტყუებოდნენ. ზოგადად ამბობენ, თითქოს დემოკრატია აქვთ პარტიაში და დემოკრატიულად ირჩევენ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე კი ჩანს, რომ თურმე ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავდაცვის სფეროში თურქული ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს
შემდეგი სტატიამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი