საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ბრიუსელი თბილისთან მიმართებით „ორმაგი სტანდარტით“ მოქმედებს.
ჭეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მიმართვას ამ დრომდე არ პასუხობენ:
„უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან. მათ შორის ევროკავშირის ელჩიც, რომელსაც არანაირი განცხადება დანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია.
ის, რასაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, კლასიკური ორმაგი სტანდარტია. როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომიტინგეებს უსწორდებიან, ეს მათთვის მისაღებია, ხოლო ჩვენს ქვეყანაში კანონის ფარგლებში მოქმედება — მიუღებელი“, — განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.















